ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დასქმების სააგენტოს წარმომადგენლები დამსაქმებლებთან შეხვედრას განაგრძობენ. ვაკანსიების მოძიების მიზნით, დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მარიამ ბეზარაშვილი ბათუმის სანაპიროსთან არსებულ კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების ხელმძღვანელებს შეხვდა და კადრებით უზრუნველყოფა შესთავაზა.
სსიპ - აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. დასაქმების სააგენტოს ორგანიზაციები ვაკანსიებს ტელეფონის, ელ - ფოსტის ან პირადი ვიზიტის საშუალებით აწოდებენ.
დასაქმების სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეზიუმეს განხილვასა და კადრების შერჩევაზე გადაწვეტილებას დამსაქმებელი დამოუკიდებლად იღებს.
მასალის გამოყენების პირობები