თავდაცვის ეროვნული აკადემიის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. სამხედროების ინიციატივით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 500 ნერგი დაირგო.
"ეს ხეები აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების სახელზე დავრგეთ. გახსოვთ, რომ მტერი ჩვენ და ჩვენ ბუნებას - ტყეებს ერთად გვებრძოდა. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც დავუტოვებთ ჩვენ შვილებს ერთიან და ლამაზ საქართველოს" - განუცხადა აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს სერჟანტმა ბესო სიგუნავამ.
გამწვანების აქციაში სამხედროებთან ერთად მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც მიიღო.
"მაშინ როცა ოკუპანტი რუსული ჯარი ტყეებს წვავს, ქართველი ღირსეული სამხედროები მათი მოვალეობის შესრულებასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სამხედრო ნაწილების გამწვანების აქციებში. ეს ბიჭები მუდამ ცდილობენ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და ლამაზი", - განაცხადა გოგა ხაჩიძემა.
მასალის გამოყენების პირობები