ინციდენტების ფონზე ჩაირა გორში "ეროვნული საბჭოს" შეხვედრამ. კინოთეტრ "გამარჯვებაში" მისული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის გორში სტუმრობა გააპროტესტა.
მათი თქმით, იმ ქალაქში, სადაც წოტა ხნის წინ რუსული საოკუპაციო ჯარები იდგა პრორუსული შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არ უნდა ჩადიოდნენ.
მიუხედავად დაძაბულობისა, "ეროვნულ საბჭოს" წევრები ამომრჩეველს მაინც შეხვდნენ. მათი განცხადებებით, შენობაში სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და ინციდენტები სწორედ მათმა ქმედებებმა გამოიწვია.
"ეროვნული საბჭო" ამ წუთებში ხაშურის რაიონში იმყოფება და იქაურ მოსახლეობას ხვდება.