გორის რაიონი სოფელ კირბალიდან 30 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს. მამუკა სამხარძე გუშინ სოფლიდან ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
სამხარაძის მეგობრებმა ტყის პირას მის ცული და ფიჩხი იპოვეს. მათ დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.
სამართალდამცავების განცხადებით, სამხარაძე სავარაუდოდ ცხინვალშია გადაყვანილი.