ერაყში, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხალისში ტერორისტული აქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 68 დაშავდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ბომბები სურსათის მაღაზიის ახლოს, მანქანებში იყო დამონტაჟებული.
ქალაქი ხალისი ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 75 კილომეტრში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები