აშშ საქართველოში თავისი სამხედრო კონტიგენტის განთავსებას აპირებს. შესაბამისი ოფიციალური განცხადებით პენტაგონის წარმომადგენლებმა აშშ-ს კონგრესს უკვე მიმართეს.
"როიტერის" ინფორმაციით, აღნიშნული ზომები აუცილებელია ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დროს "სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის".
ამას გარდა, პენტაგონმა უკვე საქმის კურსში ჩააყენა კონგრესი იმის შესახებაც, რომ მათ ანალოგიური გეგმები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ხორვატიისა და უნგრეთის მიმართ გააჩნიათ, სადაც ასევე დაიგეგმება ავღანური ოპერაციები ამერიკელ სამხედროებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის განცხადება, მალევე გაისმა მას შემდეგ რაც აშშ და რუსეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს 8 აპრილს პრაღაში მოაწერდნენ.