აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს შეხვდა. ნუგზარ სურმანიძემ ცენტრის თანამშრომლებს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა, რომელთა განხორციელებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს.
უახლოეს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაში შეიცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ავტოპარკი და სამედიცინო დახმარების ბრიგადები მომსახურეობას გეგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით განახორციელებენ.
შეხვედრაზე მინისტრმა, სასწრაფო დახმარების პერსონალს ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით მეტი მობილიზება სთხოვა. ნუგზარ სურმანიძის გნმარტებით, სასურველია მედიკოსებმა მეტი კომუნკაცია დაამყარონ პაციენტების ახლობლებთან და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ნუგზარ სურმანიძის ინფორმაციით, მომავალი წლისათვის იგეგმება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის გადამზადება და შრომითი ანაზღაურების გაზრდა.
სამედიცინო პერსონალმა მინისტრის წინაშე მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი დააყენა, მათ შორის იყო 24 საათიანი მორიგეობის 12 საათით შეცვლა და შრომითი კატეგორიების განსაზღვრა. ნუგზარ სურმანიძემ მათ განუმარტა, რომ მორიგეობის ხანგრძლივობა დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა განისაზღვროს, რაც შეეხება შრომითი კატეგორიების განსაზღვრას მინისტრით თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა პროფესიული კავშირების გაერთიანებასთნ ერთად მოხდება.