„აფხაზეთმა არა მხოლოდ მხარი უნდა დაუჭიროს რკინიგზის გახსნის საკითხს, არამედ აქტიურად უნდა წასწიოს წინ აღნიშნული პროექტი რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობის კუთხით",_ განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ ერთმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გააკეთა.
„აფხაზური რკინიგზის გავლით მოძრაობის გახსნის საკითხს უკვე კარგა ხანია განიხილავენ. ცნობილია, რომ აფხაზური მხარის პრობლემატიკა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: პოლიტიკური საკითხებისგან, უსაფრთხოების საკითხებიდან და ეკონომიკურიდან. ჩემთვის ცხადია, რომ თუ ჩვენი გავლით ტრანზიტით ივლის ტვირთები რუსეთიდან , სომხეთიდან, ირანიდან და თუნდაც იგივე საქართველოდან ჩვენ მთელ რიგ მომგებიან პოზიციებს მივიღებთ", - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას აზრით, რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნით აფხაზეთის მოგება ცხადია და ის შემდეგში მდგომარეობს: სატრანზტო გადახდებისგან ბიუჯეტში დამატებითი თანხა შევა და თავად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ვისარგებლოთ ამ სატრანსპორტო დერეფნით ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად".
„ქვეყანა-ტრანზიტორის პოლიტიკური მოგებაც ნათელია: ეს არის ჩვენი აღიარება ამ გზასთან დაკავშირებიული სავაჭრო ეკონომიკური ყველა მონაწილის მიერ, ქვეყანა -ტრანზიტორს მნიშვნელოვნად უძლიერდება პოზიციები მოლაპარაკებების დროს ტრანზიტის მომხმარებლებთან სხვა და სხვა საკითხებთან საკავშირებით",- განაცხადა ბჟანიამ.