დღეს, 16 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მოლაპარაკებების ორივე ჯგუფთან დაკავშირებულ საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
"ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს", - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.