აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძე ბათუმში, მ. აბაშიძის N43-ში მცხოვრები 100 წლის მერი გიგინეიშვილი მოინახულა და სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების" ფარგლებში 1 000 ლარი გადასცა.
მერი გიგინეიშვილი პროფესიით ექიმია, იგი სტომატოლოგად 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. უხუცეს ქალბატონს 100 წელი 13 ივლისს შეუსრულდა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების" პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს.
მერი გიგინეიშვილის მსგავსად სამინისტროს პროგრამის ფარგლებში წელს ფულადი დახმარება 100 წელს გადაცილებულ 55 მოქალაქეს გადაეცა. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 58 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა.