ქვემო სვანეთში, ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
მოვარდინლმა წყალმა მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო ვენახები დაუტბორა. სტიქიამ გაანადგურა ნათესები, გატაცებულია პირუტყვი.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დღეს დაითვლის.