თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს გიორგი გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
,,სასამართლომ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ის იმყოფებოდა ძველი სასამართლოს გადაწყვეტილების ტყვეობაში, ის ფაქტობრივად, ძველი გადაწყვეტილების მძევალია და აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ", _Gგანაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს გიორგი გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მოეხსნათ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გვიჩინსა და ჩემიას თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. .2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. გიორგი გვიჩიანი ნიკა ჩემია აღნიშნული მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს.