ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ყოფილ შენობაში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის კაბინეტი გაიხსნა. დაწესებულება როგორც აჭარის, ასევე გურიის მოსახლეობას მოემსახურება.
შენობის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო.
ქობულეთში, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამას „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" განახორციელებს.
მსგავსი პროგრამა აჭარაში უკვე 2007 წლიდან შპს „ნარკოლოგიური ცენტრის" ბაზაზე ხორციელდება. აღნიშნულ ცენტრში პროგრამა გლობალ ფონდის მიერ ფინანსდება. დღემდე აქ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 700-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.
მასალის გამოყენების პირობები