არჩევნების მეორე ტურს 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 3700 წარმომადგენელი დააკვირდება.
ხოლო კენჭისყრის პროცესს 130-მდე მედია ორგანიზაცია გააშუქებს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალ, 12 ივლისს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ 1,715,514-ია.