სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, სასტუმრო „რადისონს" და 5 ფიზიკურ პირს მადლობის სიგელი გადაეცა.
სიგელები მოქალაქეებსა და ოგანიზაციებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია სისხლის ბანკ „ჰემა 2012"-ში გაიმართა.