მთავრობა გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე სიფრთხილის გამოჩენას ითხოვს. მთავრობის ეს პოზიცია დღეს სესიაზე მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც დეპუტატებმა გენმოდიფიცირებული პროდიქტის იმპორტის საკითხებზე იმსჯელეს. ინიციატივა დეპუტატ გიოგრი გოგუაძეს ეკუთვნის, რომლის თანახმად, უნდა მომზადდეს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ბიოლოგიუირ მრავალფეროვნების კონვენციისა” და “ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის” მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ.
პროექტის თანახმად, პარალმენტი ავალებს მთავრობას წარმოადგინოს კანონპროექტი “გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ”, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე პროდიუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს უზრუნველყოფს ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანის ვალდებულებების შესრულების ცონტროლს და აღრიცხვას პროდუქციის სახელობისა და რაოდენობის მიხედვით.
გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ისიც, რომ მთავრობას დაევალება გაგრძელდეს განხილვები ქვეყნის ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ. რითაც კანონპროექტის თანახმად, “სამომხმარბლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული გენმოდიფიცირებული პროდუქტების უკონტროლო მოხმარებისგან”.
საკითხის განხილვისას კი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ომითხოვა, გაკეთდეს განმარტებები თუ რას გულისხმობს ინიციატორი “იმპორტისა და რეესქპორტის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებში.
გარდა ამისა, ხუროშვილი ითხოვს ასევე განმარტებას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაიზარდა პროექტის პირვანელი ვარიანტისგან განსხვავებით მთავრობისადმი გაწერილი ვალდებულებები. კერძოდ როგორც იგი აღნიშნავს, პირვანდელ ვარიანტში იყო მხოლოდ პროდუქტზე კოდის დატანის აუცილებლობის საკიხი და კითხულობს თუ “რატომ ითხოვს პარლამენტი ცონტროლს იმპორტისა და რეექსპორტის დროსაც”.
“პროექტის უკანასკნელი ვარიანტით მთავორბისადმი იმდენი ვალდებულებების დაკისრება ხდება, რომ ამან შეიძლება სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს დად ავის საგანი გახდეს” – აცხადებს ხუროშვილი. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ მთავრობა ევროკავშირთან მართავს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ამიტომ გარკვეული ვადა დასჭირდება რატა ყველა ეს საკითხი იქნას გაანალიზებული და რეალურად შესრულებადი გადაწყვეტილებები მიიღოს.
ამ არგუმენტით კი იგი დადგენილების პროექტით მთავრობისადმი მიცემული ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. კერძოდ თუ პირვანდელი ვარიანტით მთავრობას “გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ” კანონპროექტი ერთი თვის ვადაში უნდა შეემუშავებინა ახლა ამისთვის მთავრობა პარლამენტს 6 თვიან ვადას თხოვს.
აღსანიშნავია რომ ეს ვადა კანონპროექტის ავტორის გიორგი გოგუაძისათვის მიუღებელია, თუმცა თანახმაა დაიწყოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. აღსანიშნავია რომ პარლამენტმა მაინც მთავრობის პოზიცია გაიზიარა და ვადა კანონპროექტის მიღების შემდეგ 6 თვემდე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები