ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ამ მიზნით, აქცია ზუგდიდის საბითუმო ბაზრის მოვაჭრეებმა გამართეს და ბაზარში შესასვლელი გზა დახლებით გადაკეტეს.
მათი განმარტებით, გარევაჭრობის გამო, მათთან მომხმარებელი არ შედის, რის გამოც ზარალდებიან.
მოვაჭრეები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, უახლოეს მომავალში გარევაჭრობის აკრძალვას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები