საქალაქო სასამართლში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე ბრალდების მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება დაცვის მხარეს ისინი მიიჩნევენ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნა უსაფუძლოა.
სასამართლო სხდომას უგულვას ოჯახის წევრები და ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ბრალად წარედგინა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 05 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურა გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.