თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ე.წ. მოდულის შენობაში გიგი უგულავას ბრალი წარედგინეს. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გარდა მარნეულში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებითაც წარუდგინეს.
მისივე განცხადებით, უგულავა თავს უდანაშაულოდ სცნობს.
,,თავად გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და გამომძიებლებთან დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა უგლავამ.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ თბილისის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის ის მოდულის შენობაში იმყოფება.
უგულავა აეროპორტში დილის 06:00 საათზე დააკავეს, იმ დროს, როდესაც ის ,,ნაცმოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია უკრაინაში მიემგზავრებოდნენ.