"მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვის შემთხვევაში შვეულმფრემზიდი მას შეიარაღების გარეშე გადაეცემა
"მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვის შემთხვევაში შვეულმფრემზიდი მას შეიარაღების გარეშე გადაეცემა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა. ლორან ტეისერენის თქმით, ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პოზიცია და ის არ შეიცვლება.
ამის საპირისპირო განცხადება გააკეთა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა "როსიისკაია გაზეტასათვის" მიცემულ ინტერვიუში. ნიკოლაი მაკაროვის თქმით, "რუსეთი საფრანგეთისაგან "მისტრალს" შეიძენს მხოლოდ სრული აღჭურვილობით _ მართვის, ნავიგაციისა და შეიარაღების ყველა საშუალებით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ შვეულმფრენები, რომლებიც რუსეთს თავადაც აქვთ".
მასალის გამოყენების პირობები