ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდას" ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი აშშ-ს კიდევ ერთხელ ემუქრება. ტელეკომპანია "ალ ჯაზირამ" გაავრცელა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ბინ ლადენი საუბრობს.
ჩანაწერის თანახმად, ბინ ლადენი აშშ-ს მოუწოდებს, არ დასაჯოს სიკვდილით, "ალ ქაიდას" ერთ-ერთ ლიდერი ხალიდ შეიდ მუჰამედი და მასთან ერთად 2001 წელს დაკავებული 4 ავღანელი ტერორისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში "ალ ქაიდა" შურს იძიებს და "მრავალ ამერიკელს სიცოცხლეს გამოასალმებს".
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები 2001 წელს ნიუ იორკში დააკავეს და ბრალად ახალი ტერორისტული აქტების დაგეგმვა წაუყენეს. ფაქტთან დაკვშირებით სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია რა სახის სასჯელს დააწესებს. იანვარში, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ხალიდ შეიდ მუჰამედი, იმ შემთხვევაში თუ დამნაშავე აღმოჩნდება, "თავის შემქმნელს მართლა შეხვდება".
ჩანაწერში ბინ ლადენი აშშ-ს ახლანდელ პრეზიდენტ, ბარაკ ობამაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მოსვლით აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა.
"თეთრი სახლის" პოლიტიკოსები კვლავ აგრძელებენ ჩვენს წინააღმდეგ უსამართლო ბრძოლას, ამის ნათელი მაგალითი კი ისრაელის მხრიდან პალესტინაზე განხორციელებული შეტევებია, სადაც ებრაელებს ობამას სრული მხარდაჭერა ჰქონდათ", - ნათქვამია ბინ ლადენის აუდიო ჩანაწერში.