აშშ მზადაა ირანის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდეს. ამის შესახებ "უოლ სთრით ჯორნალი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ აშშ-მა დაბლოკა რეზოლუცია, სადაც ირანის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მოითხოვდა. ექსპერტების ვარაუდით აშშ-მ ეს გადაწყვეტილება რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვების გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული მხარე ითხოვდა არცერთი უცხოური კომპანიას და ბანკს არ ჩაედო ინვესტიციები ირანულ ბაზარში. ასევე ითხოვდა უფლება არ მიეცათ ირანული თვითმფრინავებისა და საზღვაო ხომალდებისათვის გადაეკვეთათ უცხო ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები.
ექსპერტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით აშშ მიიღებს სხვა ქვეყნების სრულ მხარდაჭერას, რომელიც მას თეირანისთვის ახალი, შედარებით რბილი სანქციების დაწესებაში დაეხმარება.