ორ რუსულ ტუ-160-ს ნატოს ჯარებმა ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში გზა გადაუღობეს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით "სი-ენ-ენი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ 10 მარტს, ორმა რუსულმა ბომდამშენმა ტუ-160-მა, ე.წ. "ბლექჯეკმა" ბრიტანეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და ნატოს ჯარებმა იძულების წესით დაატოვებინეს უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცე.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტი შოტლანდიის ჩრდილოეთში მოხდა. სამინისტრომ პრესას შესაბამისი ფოტო მასალაც წარუდგინა.
ყოველივე ზემოთქმული ოფიციალურმა მოსკოვმა უარყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათმა ბოომდამშენებმა ბრიტანეთის საზღვართან მართლაც გაიარეს, მაგრამ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა საკვირველი იყოს, მაგრამ მათმა სამხედრო პილოტებმა 2009 წლიდან მოყოლებული რუსეთის მხრიდან უკვე მე-20 მსგავსი უკანონო საჰაერო შემოჭრა აღკვეთეს.
ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს "კუნთების თამაშს" და ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მსოფლიოში ახალი ფავორიტი მოთამაშე გამოჩნდა.