,,ნაცმოძრაობა" კრიმინალური ავტორიტეტის ე.წ. ,,რემენა"-ს შესახებ რამდენიმე დეტალს ასაჯაროვებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა ავტომანქანა რომლითაც მისი აეროპორტიდან გაყვანა იმყოფება მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის მფლობელობაში, რომლის მეუღლე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის „პროგრეს ბანკი" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა.
,,დღეს გვინდა გაცნობოთ ამ ფაქტის რამოდენიმე დამატებითი დეტალი. ავტომანქანა, S-კლასის მერსედესი, სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222, რომლითაც მოხდა მისი აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანა, იმყოფება მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს, მცხოვრები თბილისი, ჯანიაშვილის ქ. 16-18-20) მფლობელობაში. ქალბატონი მარინას მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის „პროგრეს ბანკი" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, აგრეთვე KALA CAPITAL LIMITTED სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს „კალა კაპიტალის" დირექტორი. ცოლ-ქმარმა წინასაარჩევნოდ ბლოკ „ქართულ ოცნებას" 80 000 ლარი შესწირეს - ილია კეჭაყმაძე 2014 წლის 15 აპრილს 60 000 ლარი და მარინა დოლიძე-კეჭაყმაძე 2014 წლის 13 მაისი 20 000 ლარი. აქვე შეგახსენებთ, რომ „პროგრეს ბანკში" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა საქართველოს პრემიერის სიმამრი თამაზ თამაზაშვილს უკავია. ყოველივე ზემოთ თქმილიდან გამომდინარე გასაგები ხდება თუ რატომ აუკრძალა შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი და დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს და როგორ შემოვიდა საქართველოში და მეორე დღეს ყოვეგვარი პრობლემის დატოვა ქვეყანა", _განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნადირაშვილმა განაცხადა რომ ,,უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ უკრაინაში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა". დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის, რამინა ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ აცნობა საქართველოს საკონსულოს და კიევის შევჩენკოს რაიონის საიმიგრაციო სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.ჩვენ დამატებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელსაც გაგაცნობთ: მისი ავიაბილეთის ნომერი იყო 566-2401199315; რეისის ნომერი Pშ 517; თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს 19:35 საათზე.თბილისში მოვლენები ასე განვითარდა:რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალსიწინებული ზომები და დაეკავებინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი.თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში აეროპორტში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებას: კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი.შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და რომან ბარბაზაძე ისე გაიყვანა აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც კი არ ფიქსირდება.შეკითხვით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: როდესაც ისინი ორიენტირებულნი არიან ყველა ღონისძიების და ჩატარებული ოპერაციის მაქსიმალურ გაშუქებაზე, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე?შეკითხვით მივმართავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს: იმყოფება თუ არა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში?ჩვენი ინფორმაციით, "რემენა" დაკავებული არაა და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელიათ. ხოვნით მივმართავთ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია 24-საათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.შეკითხვით მივმართავთ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს:- იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან", _განაცხადა ნადირაშვილმა.
ხოლო შსს დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უწყებაში განუცხადეს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.