ჰოლანდიაში ინტერპოლის მიერ ძებნილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე იგივე ,,მასტერა", დააკავეს.
იგი 2013 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა.
მისი დაკავება ჰოლანდიაში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება.
უკვე გაგზავნილია დგებუაძის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნაც.