2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციის შესახებ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ივლისს გამოაცხადებს. როგორც საკითხის კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 3 ივლისი ქართულ სამართლებრივ ისტორიაში მნიშვნელოვანია მოვლენა იქნება.
,,მჯერა, რომ გამოცხადებული გადაწყვეტილება იმ ქართველების გამარჯვება იქნება რომლებიც 2006 წელს ეთნიკური ნიშნით მასიურად გამოაძევეს რუსეთის ტერიტორიიდან. ეს სამართლებრივი ნაბიჯი და პროგრესი იქნება იმ კუთხითაც რომ საქართველო მომავალში უკეთესად შეძლოს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებნრივი მეთოდებით საკუთარი პოზიციების დაცვა", _განაცხადა წულუკიანმა.