39 ათასი ლარის ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა სცადა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი" აზერბაიჯანის მოქალაქე ჩ.ბ.-მ. მგზავრი ბორნით შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ტრანზიტულად გადაადგილებული, არადეკლარირებული საქონელი მის ბარგში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მოქალაქე ჩ.ბ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით.