ხვალ, 30 ივნისს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 12:00 საათზე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ, ინფორმაციას თავად უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,გადავწყვიტე დავრჩე, მივიდე და დავიკითხო. მიველ, ვნახე დავიპყარი-ში არ აგერიოთ. ცხადია პროვოკაციას მიწყობენ, ნერვებს მისინჯავენ. წვრილმანი მავნებლები არიან. ბატონო ჰაკიმ იცოდეთ- ყველაფერი რაც არ გკლავს გაძლიერებს.P.ს. ძალიან მაინტერესებს 30 ივნისის მერე რა მიზეზს მოიფიქრებენ", _აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გიგი უგულავამ განაცხადა რომ ი 30 ივნისს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში მიემგზავრებოდა რის გამოც დაკითხვაზე ვერ მივიდოდა, თუმცა მოგვიანებით თბილისის ყოფილმა მერმა დაკითხვაზე გამოცხადება გადაწყვიტა.