„აზერბაიჯანის კრივის ფედერაცია საქართველოს ცხინვალის რეგიონში თავისი სპორტსმენების გაგზავნას არ აპირებს",_ ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„არც მოკრივეები აზერბაიჯანიდან, არც სპორტსმენები აზერბაიჯული კლუბებიდან ცხინვალში არ გაემგზავრებიან, იმიტომ, რომ ეს სეპარატისტული რეგიონია',_ აცხადებენ აზერბაიჯანის კრივის ფედერაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ტარდება ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელობის I საერთაშორისო ტურნირი კრივში", რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, მიწვეულნი არიან მოკრივეები რუსეთს მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან - ყირიმი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ასევე აზერბაიჯანიდან, რიაზანიდან, ვლადიკავკაზიდან, ჩეხეთიდან და ყირგიზეთიდან.