ბათუმში საქართველოს რესპირაციულ ასოციაციის მე-4 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელშიც 20 ქვეყნიდან 800-მდე ექიმი-სპეციალისტი მონაწილეობს.
საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა:
„ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესს და მიხარია, რომ ამ კონგრესის ჩატარება ტრადიციად იქცა. თანამედროვე მედიცინა ძალიან დინამიურია და ეს კონგრესი ყველა დელეგატისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა სიახლის გაგების, გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარებისა და ახალი მეგობრების შეძენის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ კონგრესი და მისი თემატური სესიები შესანიშნავი შესაძლებლობაა ყველა მონაწილისათვის, იმსჯელოს ჯანრთელობის დაცვის აქტუალურ საკითხებზე, რაც უდავოდ სასარგებლო იქნება პრაქტიკოსი მედიკოსებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის ქართველ ორგანიზატორებს მათი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყონ ქვეყანაში ექიმთა განათლების დონის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმების მხარდაჭერას. "
საერთაშორისო კონგრესი კონგრესის ძირითადი მიზანია ქართველ და უცხოელ ექიმებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე და მის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ასოციაცია რეგულარულად ატარებს რეგიონულ კონფერენციებს. დღეისთვის ჩატარებულია კონფერენციები საქართველოს ყველა რეგიონში: კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, გურია, აჭარაში.
კონგრესი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან და უმაღლეს საბჭოსთან ერთდ და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის პატრონაჟით.