რუსეთის ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი მიხაილ რემიზოვი აცხადებს, რომ იმისათვის, რომ უკრაინის სახით არსებული ანტირუსული პროექტის შეკავება მოხდეს, აღმოსავლეთ უკრაინის რაიონებში ბუფერული სახელმწიფოების შექმნაა საჭირო.
„უკრაინა თავს თავს რუსეთთან მეომარ ქვეყანად მიიჩნევს. თან ისეთ ქვეყნად, რომელმაც ჯერ ვერ მოახერხა საკუთარი თავის წინაშე დაყენებული ამოცანების შესრულება. ეს არის კომპენსაცია ყირიმის დაკარგვაზე... ეს არის სიტუაციის კომპენსირება უკრაინული ისტებლიშმენტის მხრიდან, რომელშიც ის უძლური აღმოჩნდა.
ფსიქოლოგიურად სიტუაცია სრულიად გასაგებია. ახლა, არსებითად, უკრაინის ანტირუსულ სახელმწიფოდ ხისტად კონსოლიდირების პროცესი მიდის. ერთგავარად, სააკაშვილის დროის დიდ საქართველოდ გადაქცევის, რომელიც ქვეყნის შიგნით მილიტარიზაციის გზით წავა, რომელიც ვაშინგტონის პოლიტიკის მიხედვით იმოქმედებს და მუდმივად მხარს დაუჭერს რუსეთთან ურთიერთობების კონფლიქტურ ფონს",_ რუსი ექსპერტი მიხაილ რემიზოვი და აღნიშნავს, რომ შექმნილ სიტუაციაში ამ ანტირუსული პროექტის შეკავების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა „უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში ბუფერული სახელმწიფოების შექმნა იქნება".
მისივე ვარაუდით, უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებასთან პოლიტიკური სიალოგი შეუძლებელია.
„რუსული მხრიდან უკვე იყო მცდელობები მოლაპარაკებების წარმოებისა, მაგრამ საუბარი შეიძლება მასთან, ვისაც აქვს პოლიტიკური ნება და საკუთარი აზრი. ამასთან აკავშირებით კი კიევი დეფიციტს განიცდის",_ აცხადებს ექსპერტი.