საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ელჩებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უმაღლესი შეფასება მისცეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა მეორე ტურის ჩატარებაში საგანგაშოა არაფერია, პირიქით ის დემოკრატიის მაჩვენებელია.
,,გუშინ გვქონდა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, რომელთაც გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები არჩევნების დღის შესახებ და გვაინტერესებდა მათგანაც მოგვესმინა შეფასებები. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ელჩებმა გააკეთეს არჩევნების უმაღლესი შეფასების განცხადებები", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.