სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის სამი სოფელი დააზარალა.
სოფელ გურჯაანში, ვეჯინსა და ჭანდარში სტიქიამ ატმის მოსავალი და ვენახები დააზიანა.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქია, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვენ.