ლუგანსკელი ტერორისტები ძალებს იკრებენ. მათ დამხმარე ძალა ჩასდით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ღამით ლუგანსკში სოფელ ხრიაშჩევატოეს მხრიდან 10 ბრეზენტით დახული სატვირთო მანქანების კოლონა შევიდა. ავტომანქანები ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობდნენ. იგივე მიმართულებით გაიარა სამმა სამგზავრო ავტობუსმა",_ იუწყება უკრაინული მედია.
ლუგანსკური გამოცემა „ინფორმატორი" კი წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბოევიკების სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა.