ყველა, 49 სამხედრო. რომელიც ლუგანსკში ტერორისტების მიერ წუხელ ჩამოგდებულ თვითმფრინავ „ილ-76"-ში იჯდა დაიღუპა. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„49 სამხედრო - თვითმფრინავის ეკიპაჟი და პირადი შემადგენლობა, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდა დაღუპულია. ტრაგედიის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს",_ აცხადებს სელეზნიოვი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ლუგანსკის აეროდრომზე დაჯდომისის ტერორისტებმა ააფეთქეს.
მასალის გამოყენების პირობები