მარიუპოლში მომდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინა-რუსეთის საზღვრის იმ ნაწილის გადაკეტვისათვის, რომელიც ბოევიკებმა რამდენიმე დღის წინ გაარღვიეს.
აღნიშნული ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა ტერორისტებით დატვირთული 10 მანქანა დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განათავსა.
„ოპერაცია საზღვარზე გუშინ დაიწყო და დღეს გრძელდება",_ წერს ავაკოვი.