ბოევიკებთან შეტაკებების დროს, რუსეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა 4 უკრაინელი სამხედრო, დაჭრილია 31. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელზე დიმიტრი ტიმჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტუმჩუკი აღნიშნავს, რომ ტერორისტებს შორის არსებული დანაკარგის შესახებ მონაცემები არ არის.
ამას გარდა, ნაციონალური გვარდიის ინფორმაციით, მარიუპოლში მიმდინარე შეტაკებებში ამ დროისათვის დაჭრილია 4 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
მასალის გამოყენების პირობები