რუსეთი უკრაინას სლავიანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რწმუნებულმა კონსტანტინე დოლგოვმა გააკეთა.
ეყრდნობა რა მებრძოლების მიერ რუსული მედიისათვის მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სლავიანსკი უკრაინელმა სამხედროებმა აალებადი ბომბებით დაბომბეს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა იმისა, რომ მოსახლეობას აალებადი ბომბები დაუშინეს.
„უკრაინელი ძალოვანები და ნეონაცისტები სლავიანსკის მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალულ იარაღს იყენებენ, ისინი ცხრილავენ დევნილებს და კლავენ ბავშვებს",_ აცხადებს დოლგოვი.