,,პრემიერის გამოსვლაში საკრიტიკო არაფერია და პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის BBC-ის ეთერში მიცემული ინტერვიუს მიმართ გამოთქმული შეფასებების საპასუხოდ.
ვოლსკის განცხადებით, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ მოხსნას ომის საფრთხე და იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
,,ვინც პრემიერს აკრიტიკებს სწორედ იმ ადამიანებმა შექმნეს სიტუაცია, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი მთავრობის, ჩვენი ძალისხმევის მთავარი ამოცანაა მოვახდინოთ სტაბილიზაცია, მოვხსნათ ომის საფრთხე და უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. რაც გარანტიაა ინვესტიციებისთვისაც და რაც გარანტია საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროპულ სტრუქტურებში. Aასე რომ, აქ", _განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.როგორც ღარიბაშვილმა განმარტა ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა და ამ მიზნით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და პარალელურად რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით.
,,აფხაზეთში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთში, ე.წ სამხრეთ ოსეთში და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალიან დიდი შეცდომა მოგვივა. Aამ ორ დეფაქტო, ე.წ სახელმწიფოებს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და რუსეთმა აღიარა ორი დეფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. Mმას შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი დაინტერესებული არ არის ამ ორი ტერიტორიის მიერთებით", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის BBC-თვის მიცემული ინტერვიუ აზიანებს, როგორ ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციის საკითხს, ასევე საქართველოს იმიჯს.