დონეცკის ოლქში მაღაროში აფეთქება მოხდა. 9 მაღაროელის ბედი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ქალაქ კიროვსკში ღამით 300 მეტრის სიღრმეზე მდებარე მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში 9 მაღაროელი იმყოფებოდა, მათი ბედი ამ დრომდე უცნობია",_ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.