დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზემო მლეთაში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.
სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეწყერმა საფეხმავლო ხიდი დააზიანა. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. არ არის მსხვერპლი, თუმცა არიან დაშავებულები. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.