7 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
სამედიცინო აქცია ხიხაძირის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში ჩატარდა. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს " ექიმებმა გაუწიეს.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებული იყო კარდიოლოგით, ნევროლოგით, ნეიროქირურგით, ქირურგით, თერაპევტით და ექოსკოპისტით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით გაიმართა. საორგანიზაციო მხარე უზრუნველყო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.