ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს რუსულ გამოცემა "ლენტა. რუ"-სთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
იგი არ გამორიცხავს, რომ მიმართავს რუსეთის ფედერაციას მის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, რომ ახალი პარლამენტი მზად იქნება გამოვიდეს ინიციატივით, ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრის დროსაც. ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ ისტორიულ მომენტამდე მივა"- აცხადებს თიბილოვი.
მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან მიერთებას რეფერენდუმი არ დასჭირდება, რადგან სახალხო გამოკითხვა ამ თემაზე ცხინვალის რეგიონში 1992 და 2006 წელს უკვე გაიმართა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან ინტეგრაციას მხარი დაუჭირა.