წინააღმდეგობები აფხაზეთში ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა გადაწყდეს, დიალოგის გზით. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ჩვენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, აფხაზი ხალხის შიდა საქმედ მივიჩნევთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
„ჩვენთვის ყველაზე მთავრი არის ის, რომ წარმოქმნილი წინააღმდეგობები სხვა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის აფხაზეთში ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.
ამავდროულად, როგორც ერთმა ასევე მეორე ძალამ გამოავლინა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ქვეყნის ინტერესი სხვა და სხვა პოლიტიკოსების ინტერესის მაღლა დააყენეს. მათ მართლაც და სახელმწიფოებრივი სიბრძნე გამოიჩინეს",_ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ მისი რღმა რწმენით აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მომავალშიც განაგრძობს განვითარებას.