ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია გადადგა. მან, აფხაზური მედიის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრემიერ მინისტრის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრემიერ მინისტრი, ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა შეასრულებს. განცხადება ამის შესახებ დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, მიღებული იქნება ცალკე ბრძანება მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ. ე.წ. მთავრობის წევრები კი თავის მოვალეობებს ე.წ. არჩევნებამდე შეასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები