აჭარის მაღალმთიანეთში, კერძოდ, ქედის სოფლებში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მთლიანად გაანადგურა.
სტიქიის შედეგად, დაზარალდა საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა ქარმა კი ხეები მოგლიჯა.
ადგილობრივების განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.