მიმდინარე წელს მექსიკაში ნავთობის მოპოვების დღე-ღამური ოდენობა შემცირდა 2,6 მილიონ ბარელამდე, მაშინ როცა 2007 წელს მექსიკა მოიპოვებდა 3,07 მილიონს, ხოლო 2008 წელს - 2,79 მილიონ ბარელს დღე-ღამეში. ნათქვამია ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია "Pemex"-ის განცხადებაში.
"მ/წლის სექტემბრის თვეში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 2,59 მილიონი ბარელი - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში მექსიკაში", - ნათქვამია დოკუმენტში.
შემცირება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა მათი განზრახვის შესახებ 2009 წელს ნავთობის მოპოვების 2,7-2,8 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში შენარჩუნების შესახებ.
მექსიკა მოიპოვებს 77,5 პროცენტ ნავთობს მექსიკის ყურეში, 18,9 პროცენტი მოდის ქვეყნის სახმრეთით და 3,6 პროცენტი - ქცეყნის ჩრდილოეთით. ნავთობის მოპოვების ოდენობის შემცირება დაკავშირებულია უმსხვილეს ნავთობსაბადო კანტარელზე ნავთობის მარაგების აღმოფხვრასთან, რომლის ექსპლუატაციაც ხდება უკვე 30 წლის განმავლობაში. თუ 2004 წელს აქ მოიპოვებოდა 2 მილიონ ბარელ ნავთობზე მეტი დღე-ღამეში, დღეისათვის - 713 ათასი ბარელი.
Pემეხ ცდილობს ნავთობის მოპოვების გაზრდას კუ-მაოობ-ზააპის საბადოს ხარჯზე, რომელიც ამჟამად ითვლება ყველაზე მსხვილად მექსიკაში. თუმცა აქაც მან პრაქტიკულად თავის პიკს მიაღწია 820 ათასი ბარელი ნავთობის ოდენობით დღე-ღამეში, ხოლო 2010 წელს სპეციალისტები ვარაუდობენ ნავთობის მოპოვების შემცირებას ამ სსაბადოზე.
მექსიკა ყოველდღიურად ახორციელებს 1,21 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს, მათ შორის 89,7 პროცენტს - აშშ-ში, 8,2 პროცენტს - ევროპაში და 2,1 პროცენტს - შორეულ აღმოსავლეთში, ნათქვამია განცხადებაში. ქვეყნის შემოსავალმა ნავთობის გაყიდვებიდან ამ წელს შეადგინა 17,59 მილიარდი დოლარი საშუალო ფასით 52,9 დოლარად ბარელზე.