კოალიცია „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დღეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე წარუდგინა
ოზურგეთის მერობისთვის ბეგლარ სიორიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტების გამგებლობის კანდიდატებად წარდგენილი არიან:
1. ოზურგეთი - მერაბ ჭანუყვაძე
2. ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე
3. ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა
როგორც პრემიერ-მინისტრმა აქციაზე განაცხადა, ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებშიც ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს და არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გურია გამორჩეული იქნება, გამორჩეული შედეგებით. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებს არავინ უმენდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნება-სურვილზე, ეხლა კი ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება თოთოეულ რეგიონს და რაიონს. პრემიერ-მინისტრი გურიის მოსახლეობას „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს .