სეტყვამ სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 4 სოფელი დააზარალა. სტიქიის შედეგად, განადგურებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, ნათესები, დატბორილია სასოფლო- სამეურნეო მიწები, განადგურებულია საზამთროსა და ნესვის ბაღები.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მათი განმარტებით, ისინი ვეღარ შეძლებენ ბანკიდან აღებული აგროკრედიტების გადახდას.
სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის.