აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქ.ზუგდიდში (,,ვექტორი'' და ,,ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა") და სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელში, 31 მაისსა და 1 ივნისს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო, მორიგი სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ- სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები.
დღეს, დევნილთა კონტიგენტის წინასწარი შესწავლისა და ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამეგრელოს რეგიონის გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები